ავტორიზაცია все шаблоны для dle на сайте newtemplates.ru скачать
რეკლამა საიტზე
რეკლამის ადგილი
რეკლამის ადგილი
 
  • 07:41 – ყაზტრანსგაზი-ს მფლობელის სკანდალური და შოკისმომგვრელი განცხადება დიღმის ტრაგედიასთან დაკავშირებით 
  • 01:06 – სასწრაფოდ: არჩილ თალაკვაძე თანამდებობას ტოვებს. ნახეთ სად გადაინაცვლებს თალაკვაძე და ვინ ჩაანაცვლებს არსებულ თანამდებობაზე 
  • 23:46 – სკანდალური ინფორმაცია ამ წუთებში-რას გეგმავდნენ ივანიშვილის დასამხობად კვირიკაშვილი და ხაზარაძე 
  • 17:59 – სასწრაფოდ: ქართველი ემიგრანტების ახალი ინიციატივა, რომელმაც საზოგადოება აღაფრთოვანა 

სამწუხარო და საშიში ინფორმაცია, რომელიც ამ წუთებში ვრცელდება არანაირი გრიპები არ არსებობს, საქართველო გახადეს საცდელ ობიექტად

სამწუხარო და საშიში ინფორმაცია, რომელიც ამ წუთებში ვრცელდება არანაირი გრიპები არ არსებობს, საქართველო გახადეს საცდელ ობიექტად
Загрузка...
,,SOS ლუგარის ლაბორატორია უნდა დაიხუროს! არანაერი გრიპები არ არსებობს, საქართველო გახადეს საცდელ ობიექტად! რამდენი უნდა დაიღუპოს?” _ წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ადვოკატი ანა ჟღენტი.
საქართველოში ღორის გრიპით გარდაცვალების კიდევ ორი შემთხვევა დაფიქსირდა. ამ დროისთვის არსებული დადასტურებული ინფორმაციით, H1N1-ის ვირუსს 8 ადამიანი ემსხვერპლა. მათგან ე.წ. ღორის გრიპით 4 ადამიანია გარდაცვლილი აჭარაში.
დაავადებათა ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, გარდაცვლილ რვავე პაციენტს ქრონიკული დაავადებები ჰქონდა, რამაც ვირუსის გამწვავება გამოიწვია. გარდა ამისა, მათ სამედიცინო დაწესებულებებს დაგვიანებით მიმართეს.
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი, რუსუდან შავიშვილი ამბობ, რომ კლინიკებში ამჟამად მკურნალობას 130-მდე ადამიანი გადის და მათი უმეტესობა ბავშვია.
დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ჯერჯერობით ქვეყანაში ეპიდემიის საფრთხე არ არსებობს. მისი თქმით, დღეს არსებული მონაცემებით, ვირუსი 100 ათას ადამიანზე მხოლოდ 277 ადამიანს დაუდასტურდა, ეპიდემიის საფრთხე კი დგება მაშინ, როდესაც ინფიცირებულთა რაოდენობა 500-მდე გაიზრდება.
„დღევანდელი მონაცემებით გვაქვს 8 ლაბორატორიულად დადასტურებული, სამწუხაროდ, სიკვდილიანობის შემთხვევა, სადაც დადასტურებულია, რომ ერთ-ერთი მიზეზი გახლდათ გრიპის ვირუსის არსებობა, ყველა შემთხვევაში იყო H1N1. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაციაა, რომ გრიპის სეზონზე განსაკუთრებულად ფრთხილად უნდა იყვნენ ადამიანები, ვისაც აქვს ქრონიკული დაავადებები. პირველივე სიმპტომების შემთხვევაში, განსაკუთრებით დღეს ეს შტამი, რომელიც ცირკულირებს, ძალიან ვირულენტურია ორსული ქალბატონების მიმართ. ამიტომ აუცილებელია, რომ მათ მიმართონ თავის მეან გინეკოლოგს და ოჯახის ექიმს და იმოქმედონ მათი დანიშნულების მიხედვით,“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ამავე თემაზე:რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში კარანტინი გამოცხადდა

რუსეთი ლაბორატორიის წინააღმდეგია:
დამერწმუნეთ, ქართველები იპოვიან გამოსავალს! თქვენ რას გვთავაზობთ, უბრალოდ დავახრჩოთ საქართელო? და რა მიზნით?! თქვენ თვითონ ბრძანეთ, რომ საქართველოს მოსახლეობის 40% რუსეთთან დაახლოების მომხრეა, აი, თუ გავწყვეტთ იმ კავშირს, რომელზეც ზემოთ ვისაუბრეთ, ეს 40% 2%–ზე დავა!
–კი, მაგრამ, ეს ბაზები ჩვენს უსაფრთხოებას ემუქრება?!…
–ჩემი აზრით, აქ ყველაზე მნიშვნელოვანი ბიოლაბორატორიის საკითხია. პირადად მე დარწმუნებული ვარ, რომ ისინი ხსენებული ბატალიონებით ცხვირს ვერსად შეყოფენ, რადგან ჩვენ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან სამოკავშირეო ხელშეკრულებები გვაქვს გაფორმებული და ჩვენს მოკავშირეებზე თავდასხმის უფლებას არავის მივცემთ…
რაც შეეხება ბიოლაბორატორიებს, ისინი მარტო საქართველოში არ არის: არის სომხეთშიც, ყაზახეთშიც, უზბეკეთშიც…
–უკრაინაშიც! ფაქტობრივად ამ ბიოლაბორატორიების სარტყელში ვართ!
–უკრაინის ამ თემაზე საუბარს აზრიც არ აქვს. საქრთველოსთან კი ვსაუბრობთ – შესაბამისი ორგანიზაციების, ასევე ბიოლოგიური იარაღის შესახებ კონვენციის საშუალებით. ვსაუბრობთ ასევე უზბეკეთთან, სომხეთთან… ქართველებმა უკვე მიიწვიეს ამ ბიოლაბორატორიაში გაცნობითი პროცესისთვის დიპლომატები, ჩვენ მადლობა გადავუხადეთ, ვინაიდან ეს დიპლომატები დიდი ჯგუფი იყო, თუმცა უარი ვთქვით, რადგან ვთვლით, რომ ბიოლაბორატორია უნდა ინახულონ არა დიპლომატებმა, არამედ პროფესიონალებმა, რომლებიც მიხვდებიან, რა ხდება იქ რეალურად. ეს ექსპერიმენტები საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ რუსეთს, არამედ მთლიანობაში სამეზობლოს.
წყარო tvm.geскачать dle 10.5фильмы бесплатно

მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს
Загрузка...
დატოვეთ კომენტარი
სოციალური ქსელი