ავტორიზაცია все шаблоны для dle на сайте newtemplates.ru скачать
რეკლამა საიტზე
რეკლამის ადგილი
რეკლამის ადგილი
 
  • 10:48 – სასწრაფოდ: როგორია 5 და 10 წლის და-ძმის მდგომარეობა, რომლებსაც მატარებელი დაეჯახათ 
  • 07:41 – სასწრაფოდ: უმმნიშვნელოვანესი დღეა დღეს - მოვლენა რომელიც წელიწადში ორჯერ ხდება-რა ელის ზოდიაქოს ნიშნებს დღეს. ინფორმაცია, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს 
  • 15:05 – სასწრაფოდ: გაზის გაჟონვის შედეგად აფეთქება თბილისში, თემქაზე. არის დაშაცებულიც 
  • 13:16 – სასწრაფოდ: ამ წუთებში პროფილის საგანგებო განცხადება.. სკანდალური გადაცემა, რომელსაც უამრავი გამოხმაურება მოჰყვა 

სასწრაფოდ: უახლესი ინფორმაცია ემიგრანტებისთვის, რომლებიც ევროპის ქვეყნებში თავშესაფრის მოთხოვნას აპირებებნ

სასწრაფოდ:  უახლესი ინფორმაცია ემიგრანტებისთვის, რომლებიც ევროპის ქვეყნებში თავშესაფრის მოთხოვნას აპირებებნ
Загрузка...
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, ევროკავშირის ქვეყნების მიერ საქართველო უსაფრთხო ქვეყნებად არის აღიარებული და შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეების ყველა მცდელობა, მიიღონ თავშესაფარი, ფუჭია.

სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, მინისტრმა ეს განცხადება საქართველოს იმ მოქალაქეებთან დაკავშირებით გააკეთა, რომლებსაც ესპანეთსა და საფრანგეთში, თავშესაფრის მოთხოვნის გამო, ქუჩაში ყოფნა უწევთ.

„ჩვენ მყისიერად ვრეაგირებთ ნებისმიერ შეტყობინებაზე და ინფორმაციაზე, რომელიც არის დაკავშირებული თავშესაფრის მაძიებლების რაოდენობის ზრდასთან დაკავშირებით, ეს შემთხვევაც ჩვენთვის ცნობილია. ჩვენი კონსულები არიან მუდმივ კავშირში საიმიგრაციო სამსახურების წარმომადგენლებთან.

ჩვენმა საზოგადოებამ და მოსახლეობამ უნდა გაიგოს, საქართველო ევროკავშირის ქვეყნებში არის შეყვანილი უსაფრთხო ქვეყნების რიცხვში. ანუ, ეს გულისხმობს იმას, რომ არცერთი მიმართვა, რომელიც იქნება თავშესაფრის მიღებასთან დაკავშირებით არ იქნება დაკმაყოფილებული.

მოვუწოდებთ საზოგადოებას, ჩვენს მოსახლეობას, რომ ნუ ჩაიგდებენ თავს მძიმე მდგომარეობაში. ის ხარჯები, რომელსაც ისინი გაიღებენ იმ მიზნით, რომ წავიდნენ და თავშესაფარი მოითხოვონ, მხოლოდ დააზარალებს ჩვენს საზოგადოებას“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეები ბარსელონას გადაუდებელი აუცილებლობის ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე უკვე რამდენიმე დღეა იმყოფებიან და ღამეს ოჯახებთან ერთად ქუჩაში ათენებენ. ანალოგიურ შემთხვევას ადგილი აქვს საფრანგეთში ქალაქ ამიენსში, სადაც ქუჩაში, რკინიგზის სადგურზე ღამეს, თავშესაფრის მოთხოვნის მიზნით საფრანგეთში ჩასული საქართველოს ათეულობით მოქალაქე, მცირეწლოვან ბავშვთან ერთად, ათენებს.

წყარო: reginfo.geскачать dle 10.5фильмы бесплатно

მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს
Загрузка...
დატოვეთ კომენტარი
სოციალური ქსელი