ავტორიზაცია все шаблоны для dle на сайте newtemplates.ru скачать
რეკლამა საიტზე
რეკლამის ადგილი
რეკლამის ადგილი
 
  • 22:35 – სასწრაფოდ: შემაშფოთებელი ინფორმაცია ამწუთებში - შესაძლოა პოლიციამ აღაიანში მოკლული 7 თვის ჩვილის მამაც დააკავოს 
  • 12:52 – სასწრაფოდ: სკანდალური ინფორმაცია-დედის მიერ 7 თვის შვილის მკვლელობასთან დაკავშირებით მორიგი გამოძიება დაიწყო "შსს"_მ. მოულოდნელი დეტალები 
  • 17:34 – სასწრაფოდ: ნიკა გვარამიას სკანდალური განცხადება დედის მიერ 8 თვის შვილის მკვლელობაზე-"სირცხვილი მე!" 
  • 16:11 – სასწრაფოდ: ამ წუთებში დედის მიერ გაგუდული 7 თვის ჩვილის საქმის ახალი სკანდალური დეტალები - მკვლელობის შემდეგ ბიჭთან ერთად გაიქცა 

სასწრაფოდ: სასიხარულო ინფორმაცია ქართველი ემიგრანტებისთვის-მთავრობის ახალი ინიციატივა

სასწრაფოდ: სასიხარულო ინფორმაცია ქართველი ემიგრანტებისთვის-მთავრობის ახალი ინიციატივა
Загрузка...
საქართველოს ხელისუფლება დეკლარირებულად საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა რეინტეგრაციის ხელშეწყობას ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებად მიიჩნევს და დაბრუნებული მიგრანტების რეინტეგრაციის მხარდასაჭერად სახელმწიფო ბიუჯეტში 2015 წელს გამოიყო თანხა 400 000 ლარის ოდენობით.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადააადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ აღნიშნული თანხა გასცა არასამთავრობო ორგანიზაციებზე სარეინტეგრაციო პროგრამის განსახორციელებლად.
რეინტეგრაციის პროგრამების ამ მიმართულებით განხორციელება ორ მნიშნელოვან მიზანს ემსახურება: უპირველეს ყოვლისა, ეს არის სამშობლოში დაბრუნებული მოქალაქეების ღირსეული რეინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა. ამასთან ერთად, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ რეინტეგრაციის პროგრამების განხორციელება ხელს შეუწყობს როგორც პროგრამის გამჭვირვალობას, ასევე რეინტეგრაციის სფეროში მოღვაწე არასამთავრობო სექტორის გაძლიერებასა და განვითარებას.
აღნიშნული პროგრამით გათვალისწინებულია სამშობლოში დაბრუნებული მიგრანტებისათვის შემდეგი სერვისების მიწოდება:
სოციალური პროექტების დაფინანსება;
დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფა;
პროფესიული სწავლება;
ანაზღაურებადი სტაჟირება;
სამედიცინო მომსახურებისა და მედიკამენტების დაფინანსება;
იურიდიული დახმარება;
საზოგადოებრივი ინფორმირებულობის პროგრამების დაფინანსება;

აღნიშნული პროგრამის სამიზნე ჯგუფში მოიაზრებიან საქართველოს მოქალაქეები ან მოქალაქეობის არმქონე პირები (საქართველოს მუდმივი ბინადრობის ნებართვით), რომლებიც:

საზღვარგარეთ იმყოფებოდნენ ერთ წელზე მეტი ვადით არალეგალურად ან საზღვარგარეთ ჰქონდათ განაცხადი თავშესაფრის მიღებაზე, ან სარგებლობდნენ ჰუმანიტარული სტატუსით;
რეინტეგრაციის პროგრამაში ჩაერთვებიან სამშობლოში დაბრუნებიდან 1 წლის განმავლობაში.
აღსანიშნავია ისიც, რომ თითოეული მიმართულება თავის მხრივ ფარავს ქ. თბილისს, ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთის, შიდა ქართლისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებს. დანარჩენ რეგიონებში ამჟამად მიმდინარეობს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის რეინტეგრაციის პროგრამა. სახელმწიფოს და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის რეინტეგრაციის პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარებს იდენტური რეინტეგრაციის დახმარებები ეწევათ.
სახელმწიფო სარეინტგრაციო პროგრამაში მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციებია:
ა(ა)იპ მიგრაციის, ინტეგრაციისა და განვითარების საერთაშორისო გაერთიანება;
ა(ა)იპ საზოგადოებრივი დამცველი;
ა(ა)იპ საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“;
ა(ა)იპ დემოგრაფიული აღორძინების ფონდი;
ა(ა)იპ ახალგაზრდა ადვოკატები;
ა(ა)იპ ვიპიარ ჯგუფი.
საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა რეინტეგრაციასთან დაკავშირებით კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ:
ტელ: (+995) 32 243 11 00
(+995) 32 231 13 37
ელ. ფოსტა: reintegration@mra.gov.ge
მისამართი: თამარაშვილის ქ. 15ა, 0177,
თბილისი, საქართველო
ვებ-გვერდი: www.mra.gov.ge
gwnpress.ge
წყარო: http://newpost.com.ge/akhali-ambebi/143--.htmlскачать dle 10.5фильмы бесплатно

მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს
Загрузка...
დატოვეთ კომენტარი
სოციალური ქსელი
Loading...