ნოდარ მელაძე სკანდალურ ინფორმაციას ასაჯაროვებს - ახლახანს გავრცელებული ინფორმაცია

"ჩვენი აზრით, სრულიად შემთხვევითი არ არის, როდესაც სამთავრობო მედიამ დაიწყო იმის პროპაგანდა, რომ იგეგმება გამომძიებელი ჟურნალისტების, მათ შორის ჩემი მკვლელობა და თუ ამას განახორციელებს ვინმე, ეს არის ოპოზიციის დაგეგმილიასეთი ახალი ამბები და ვრცელი ინტერვიუები სამთავრობო მედიის ეთერში და მათ კონტროლირებად პრესაში შემთხვევით რა თქმა უნდა არ ხვდება. მე მინდა შევახსენო საქართველოს პროკურატურასაც და ხელისულებასაც - საქართველოს მოქალაქეების დაცვა წარმოადგენს მათ პირდაპირ მოვალეობას და თუ მათ აქვს ინფორმაცია საჯარო სივრცეში გავრცელებულ ინფორმაციაზე, მათი პირდაპირი მოვალეობაა მოახდინონ რეაგირება და შესაბამისად, დაიცვან საქართველოს მოქალაქის უსაფრთხოება.
თუმცა ეს აჩენს განცდას, რომ როგორც ჩანს, თავად ხელისუფლებას, შესაძლოა ჰქონდეს შურისძიება და ანგარისშწორება დაგეგმილი ჩვენზე - ჟურნალისტებზე და ნელ-ნელა ამზადებს ნიადაგს, რომ შემდეგ ეს ვინმე სხვას დააბრალოს.